ჩვენს შესახებ

GOGA Photography

გამარჯობა, მე ვარ გიორგი მიქელაძე პროფესიონალი ფოტოგრაფი თბილისიდან, 15 წელზე მეტი გამოცდილებით.

ჩემი მთავარი სფერო საქორწილო, პორტრეტული და ივენთ ფოტოგრაფიაა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნამდვილი ემოციები, დაუდგმელი კადრები და ისტორიები, რომლებიც დროში ინარჩუნებენ ღირებულებას. იქნება ეს მასშტაბური ქორწილი, მცირე ელოპმენტი ბუნებაში თუ ინდივიდუალური ფოტოსესია, ჩემი მიზანია თქვენი განსაკუთრებული მომენტები ესთეტიკურად და ბუნებრივად ასახო.

მჯერა, რომ თითოეული ფოტო უნდა ყვებოდეს ისტორიას და აღვიძებდეს იმავე ემოციებს წლების შემდეგაც.

შექმენით დაუვიწყარი მოგონებები ჩემთან ერთად!

როგორ ვმუშაობ

  • თარიღი საბოლოოდ დაჯავშნილად ითვლება ხელშეკრულების გაფორმებისა და ბეს (ჯამური ღირებულების 20–30%) გადახდის შემდეგ.
  • სასურველია თარიღის დაჯავშნა 2–3 თვით ადრე, განსაკუთრებით საქორწინო სეზონზე.
  • გადაღებიდან 24–48 საათში გიგზავნით პირველ კადრებს (Sneak Peek), სრულად დამუშავებულ მასალას კი — 2–3 კვირაში (მაქსიმუმ 1 თვეში).
  • ვიღებ თბილისის გარეთ და საზღვარგარეთაც; მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს ფარავს დამკვეთი.

სტუდია

თბილისი, დავარის ქ. 34, დიდი დიღომი (0159)